პროექტის გეგმა


პროექტის სახელწოდება:სოციალური  პროექტი : „სამოქალაქო ღირებულებების ცოდნა ქმნის ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას“


1. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების და ემპათიის უნარის ამაღლება
2. პროექტის აქტუალობა:VIII კლასში შეიმჩნევა პრობლემები,   მოსწავლეები   ვერ აცნობიერებენ საკუთარ და სხვის უფლება-მოვალეობებს. ხდება გაუცნობიერებელი უპატივცემულობა, სიძულვილის ენის გამოყენება  ერთმანეთის მიმართ. ხშირ შემთხვევაში რისკები არსებობს  მათი უფლებების დარღვევისა. პროექტი დაეხმარება რეალურად გაიაზრონთავიანთი მათი  უფლება-მოვალეობანი, განუვითარდებათ ემპათია, თითოეული მოსწავლე პატივისცემით მოექცევა სხის უფლებებს, გახდებიან აქტიური მოქალაქენი.
3.პროექტის მიზანი:მოსწავლეებში ბავშვთა უფლება- მოვალეობების გათავისების, სამოქალა ღირებულებების,ცნობიერებების ამაღლების  ხელშეწყობა.

4.მონაწილეთა ასაკი:13 წელი.VIIIკლ.
5.ვადები ხანგრძლივობა:ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესახებ .ისტორიიდან  გაიგებენ ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლ პირებს. პროექტი დაეხმარება პრობლემების განსხვავებულ პოზიციიდან დანახვაში. რეალურად გაიაზრებენ თავიანთ უფლება მოვალეობას. აუმაღლდებათ საზოგადოებრივი ცნობიერება. პატივსცემით მოექცევიან  თანატოლებს.დაამზდებენ კედლის გაზეთებს.
6.პროექტისათვის საჭირო რესურსები:დაფა, ცარცი, კომპიუტერი, vikipedia,  google. პროექტორი.დოკუმენტური ფილმების დისკი.ფლიფჩარტი, მარკერი.
7.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პროექტის საწყის ეტაპზე მასწავლებელი კლასს სათავაზობს საპროექტი იდეას, რაც მდგომარეობს მოსწავლეების მიერ ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების მამაღლების ხელსეწყობაში. იდეის განხილვა მიმდინარეობს დისკუსიის რეჟიმში და ყალიბდება  მონახაზი. პედაგოგი მოსწავლეებთან თანამშრომლობით ამუსავებს პროექტის გეგმას.

1ამოცანა: მოსწავლეებმა  გააცნობიერონ რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან თითოეული ინდივიდი, კრიტიკული აზროვნების განვითარება, შეკითხვების ფორმულირება და საკუთარი  შეხედულებების სწორად გადმოცემა.                                                                                                                                                          მეთოდი ვ.მ.ვ. -ს გამოყენებით,მოხდება მოსწავლეთა გამოკითხვა რა იციან ბავშვთა უფლებების შესახებ. შემდეგ ნაჩვენები იქნება ფილმი აღნიშნულ თემაზე(სწავლა დოკუმენტური ფილმების მეშვეობით-:“ბავშვთა უფლებები“)  და მოხდენა მისი გარჩევა. მოსწავლეები პასუხებენ კითხვებს:
რა გრძნობა გამოიწვია ფილმმა მათში?
ბავშვის რა უფლება დაირღვა ფილმში?
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ ეს უფლება არ დაირღვეს?
ბოლოს შეავშებენ  ცხრილის ვ.მ.ვ ორ გრაფას.(1სთ)
2.ამოცანა:ინფორმაციის  მოძიება შეგროვება: მოსწავლეები ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით  იყოფა სამ ჯგუფად.  ჯგუფებში განაწილების დროს გამოყენებულია დიფერენცირებული სწავლების მეთოდი. ტესტის საშუალებით გამოვლინდება განვითრებაზე, ჯგუფზე  და ქმედებაზე ორიენტირებული  ასევე  ანალიტიკოსი მოსწავლეები, რომლებიც თანაბარი რაოდენობით ნაწილდებიან ჯგუფებში.  თითოეილ ჯგუფი  მოიძიებს  ინფორმაციას ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახე(Iჯგუფი) აგრეთვე იმ ორგანიძაციების შესახებ რომელიც იცავს ბავშვთა უფლებებს(IIჯგუფი) და ისტორიიდან  იმ პირების შესახებ რომლებიც იბრძოდნენ ბავშვთა უფლებებისთვის(IIIჯგუფი)(1სთ)
3.ამოცანა: მოსწავლეების მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალის წარდგენა:

·         სამივე ჯგუფი მოახდენს ნამუშევრის პრეზენთაციას(1სთ)

 4.ამოცანა:  მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მსახიობის ნიჭით, მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებენ სცენარს, რომელიც შეიცავს ბავშვთა უფლებების დარღვევის ელემენტებს. სპექტაკლის ჩვენების შემდეგ მოხდება განხილვა და დისკუსია  3სთ.
                                                                                                    .
5.პროექტის შეფასება შეჯამება.
7. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან.
სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

8.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თეა ყენია
9.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:teakenia@gmail.com
10.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://teayenia.blogspot.com/p/p.html

Комментариев нет:

Отправить комментарий